სიახლეები
-
14 მაისი 2016
თქვენი რეკლამა
ბათუმის ჭაჭის კოშკი ჭაჭის მუზეუმად გადაკეთდება
ბათუმის ჭაჭის კოშკიდან ქალაქის სტუმრებისთვის ზაფხულის სეზონზე ჭაჭა ყოველ კვირას 5 წუთის განმავლობაში გადმოედინებოდა, თუმცა ბათუმის მერია ამ ეტაპზე ობიექტის კონცეპტუალურ განვითარებაზე მუშაობას. ჭაჭის კოშკი ბათუმის მერიამ მართვაში ცოტა ხნის წინ მის ბალანსზე არსებულ "ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" გადასცა.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა, ალეკო თევზაძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, ამ ეტაპზე ჭაჭის კოშკის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან შადრევანის ნაწილი დაზიანებულია, რაც აღდგენას საჭიროებს. ბათუმის მერიამ წელს ობიექტის რეაბილიაციისთვის ბიუჯეტიდან 15 ათასი ლარი უკვე გამოყო. თევზაძის თქმით, ჭაჭის უფასოდ დარიგება ხშირ შემთხვევაში უხერხულ მდგომრეობაში აყენებდა ტურისტებს, ამიტომ გადაწყვიტეს კოშკი ალკოჰოლური სასმელების, კონკრეტულად ჭაჭის მუზეუმად გადაიქცეს. მისი ინფორმაციით, ტურისტებს საშუალება ექნება ქართული ალკოჰოლური სასმელების ისტორიას გაეცნოს, დააგემოვნოს და თან წაიღოს კიდეც.
მისი თქმით, ობიექტის მოვლა-პატრონობის და იქ შესაბამისი ტურისტული ინფრასტრიქტურის მოწყობის სურვილი ერთმა კომპანიამ უკვე გამოთქვა. ბათუმის მერია მზადაა ობიექტი დროებით მართვაში გადასცეს დაინტერესებულ კომპანიას, თუმცა ამ ეტაპზე მერია გადაცემის ფორმაზე მსჯელობს. სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტის კონცეპტუალური ცვლილება სავარაუდოდ ივნისში დასრულდება.