სიახლეები
-
15 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში გზის რეაბილიტაცია იგეგმება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით მიმდინარე წელს, ჩხორიას ადმინისტრაციულ ერთეულში, ზემო ჩხორიას საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი განხორციელდება. ჩხორიაში, სათორდუოსა და ზემო ჩხორიას უბნებში გზა გაუვალია და მოსახლეობას გადაადგილების პრობლემას უქმნის.
სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 1603 მეტრს, სიგანე კი 5 მეტრს შეადგენს. მოეწყობა ბეტონის საფარი. რეაბილიტირებული გზით სარგებელს წელიწადში 6000 ადამიანი მიიღებს.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 307 568 ლარია.