სიახლეები
-
13 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
"კაპიტოლ კონსტრაქშენი" სოფელ ჭანიეთში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს ( ფოტო )
სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" დაკვეთით "კაპიტოლ კონსტრაქშენი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში საჯარო სკოლის მშენებლობას ახორციელებს.
"მშენებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით მიმდინარეობს. ~
პროექტის ღირებულება, დაახლოებით 1 600 000 ლარს შეადგენს.
ჭანიეთის საჯარო სკოლაში 43 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სასწავლო პროცესს ჭანიეთის ადმინისტრაცულ შენობაში გადიან.
როგორც THOUSE.GE ის Capitol Construcion - მა აცნობა, ჭანიეთის საჯარო სკოლის მშენებლობა 2018 წლის 18 თებერვალს დასრულდება."-