მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  აპრილი  2017

    რიკოთზე ავტობანის პროექტის განხორციელება 800 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე დაჯდება

    რიკოთის პროექტის განხორციელება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაჯდება. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობანის სამშენებლო სამუშაოები უკვე მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც “საქმის კურსს” საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი სეთურიძემ განუცხადა, პროექტი საკმაოდ ძვირადღირებულია და მშენებლობის დასრულების შემდეგ მისი ბიუჯეტი 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე იქნება.

    “რიკოთის მონაკვეთზე ინტენსიურად მიდის საპროექტო სამუშაოები. გვაქვს უკვე მონახაზი, როგორც გაივლის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი და ალბათ წლის ბოლომდე გვექნება სრული პროექტი. 2018 წლის დასაწყისში გამოცხადებული იქნება ტენდერი მშენებლობის დასაწყებად კომპანიის გამოვლენის მიზნით. რიკოთის პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ პროექტის ბიუჯეტი იქნება 800 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე”, – აცხადებს გიორგი სეთურიძე.


პარტნიორები