მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 12  აპრილი  2017

    მუხიანსა და გლდანს შორის ახალი ეკოლოგიური უბნის მშენებლობა ზაფხულში დაიწყება

    თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა სავარაუდოდ, ზაფხულში დაიწყება. პროექტის ინვესტორი კომპანია „ბრუმველია". მისი პარტნიორი საქართველოში კი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ლაშა ჟვანიას კომპანია „გლობალ უნი გრუპია".

    როგორც ჟვანია, რადიო „კომერსანტთან" აცხადებს , ორი კვირის წინ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან არსებულმა საბჭომ მოიწონა კომპანიის მიერ წარდგენილი გენერალური განვითარების გეგმა, რომელშიც თბილისის გენ.გეგმაზე მომუშავე ჯგუფის შენიშვნებიც იყო გათვალისწინებული. მისივე განმარტებით, დოკუმენტი 2 კვირის განმავლობაში უნდა გადაიგზავნოს საკრებულოში კენჭისყირსთვის , შემდეგ მერიაში დაბრუნდება და კომპანია ნებართვას მიიღებს. ლაშა ჟვანია ვარაუდობს, რომ დარჩენილ პროცედურებს 3-4 კვირა დასჭირდება და შემდეგ დაიწყება მომზადება მშენებლობის დასაწყებად.

    „დაიწყება უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის შემოსვლა მშენებლობის კუთხით, თბილისს ექნება ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რომელიც სრული თანამედროვე ინფარსტრუქტურით იქნება გამართული, შეიქმნება სამუშაო ადგილები" – აცხადებს ჟვანია

    რაც შეეხება პროექტის დასრულების ვადებს, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ბაზარი აჩვენებს რა ტემპით მოხდება მისი განხორციელება , თუ მოთხოვნა მაღალი იქნება, ინტენსიური მშენებლობა წავა, თუ მოთხოვნა დაბალი იქნება, შედარებით ნელა.

    „ თავიდანვე 10 ათასი ბინა რომ გამოვიდეს ბაზარზე, ეს დაანგრევს ბაზარს და არ იქნება ხელშემწყობი უძრავი ქონების სექტორისთვის. „ბრუმველი" პასუხისმგებლიანი კომპნიაა და იცის, როგორ იმოქმედოს. ამას გარდა, თითოეულ კორპუსში გათვალისწინებულია სოციალური ბინები-ანუ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული სიების საფუძველზე მოქალაქეების გარკვეული კატეგორია ბინებს თვითღირებულების ფასში მიიღებს" – აცხადებს ჟვანია.

    მისივე თქმით, ახალი უბნის შექმნის შემდეგ საჭირო გახდება პერსონალის დასაქმება სხვადასხვა პოზიციებზე და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ვისაც აქვს პროფესია და სამუშაოს მაძიებელია მიეცემა შესაძლბელობა დასაქმდეს.

    პროექტის მიხედვით საუბარია 60 ჰექტარის ტერიტორიაზე მუხიანსა და გლდანს შორის. მიწა კერძო საკუთრებაა, ნაყიდი აქვს ინვესტორს .საუბარი არის ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ინვესტიციაზე. ლაშა ჟვანიას ინფორმაციითვე, კომპანია „ბრუმველს" დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელეს, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა.

     

     

     

     


პარტნიორები