სიახლეები
-
11 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია იგეგმება
2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ჩვენ აღვადგინეთ წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგირო. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი, დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები. სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საბაგირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.