მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  აპრილი  2017

    ნორვეგიაში მსოფლიოში პირველი გემებისთვის განკუთვნილი გვირაბი აშენდება

    გასული საუკუნის 90-იან წლებში ნორვეგიაში აშენებული საავტომობილო გვირაბი, Lærdal-ი, მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბად ითვლება. ახლა კი ქვეყანაში მსოფლიოში პირველი, გემებისთვის განკუთვნილი გვირაბის აშენება იგეგმება, რომლითაც დღეში 70-120 გემი ისარგებლებს.

    Business Insider-თან საუბრისას პროექტის მენეჯერმა, ტერჯე ანდრეასენმა განაცხადა, რომ პროექტმა განხორციელების ნებართვა და ნორვეგიის პარლამენტისგან $117 მილიონის ოდენობის დაფინანსება აპრილში მიიღო. საერთო ჯამში პროექტის ღირებულება $300 მილიონს გადააჭარბებს.

    სავარაუდოდ, გვირაბის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება და ამ გვირაბით სარგებლობას გემები 2023 წლიდან შეძლებენ. გვირაბი სტადის ნახევარკუნძულის ქვეშ, სტადჰავეტის ზღვაში გაივლის.

    სტადჰავეტის ზღვა ხშირი ქარიშხლებითაა ცნობილი. სწორედ აღნიშნული მიზეზი გახდა გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი. გემებს ხშირად საათობით, ან დღეების განმავლობაშიც კი უწევთ ერთ ადგილას დგომა, რათა შტორმში არ მოყვნენ.

    გვირაბის სიგრძე დაახლოებით 1.6 კილომეტრი, სიმაღლე - 50 მეტრი, სიგანე კი 36 მეტრი იქნება.

     

     

    ავტორი: Business Insider


პარტნიორები