სიახლეები
-
11 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში 2 სასტუმროს მშენებლობაში სამშენებლო კომპანია GDG 11 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს
თბილისში 2 სასტუმროს მშენებლობაში სამშენებლო კომპანია GDG 11 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს. კომპანიის ხელმძღვანელი ბეჟან წაქაძე "საქმის კურსთან" აცხადებს, რომ ერთი სასტუმრო მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, მამა-დავითის ასასვლელთან განთავსდება, მეორე კი ვახუშტის ხიდამდე, მარჯვენა სანაპიროზე.
ბიზნესმენის თქმით, საბურთალოზე პროექტის მშენებლობა დღე-დღეზე დაიწყება, რამდენადაც მშენებლობის ნებართვა უკვე აღებული აქვთ. რაც შეეხება მეორე სასტუმროს, ბეჟან წაქაძე საბოლოო პროექტს ელოდება.
მისი თქმით, ორივე შემთხვევაში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები აშენდება. კომპანია საერთაშორისო ბრენდის შემოყვანას არ გეგმავს და აპირებს, რომ ორივე ობიექტი სამართავად ქართულ კომპანიებს გადასცეს.
"არსებობს ქართული ჯგუფები, რომლებიც მშვენივრად მართავენ სასტუმროებს. ამიტომ მეც ვფიქრობ, რომ მართვაში შემოვიყვანო ქართული ჯგუფები. მე სასტუმროს მართვის არც გამოცდილება მაქვს და არც სურვილი. ჩემი საქმეა მშენებლობა",- აცხადებს ბეჟან წაქაძე.