სიახლეები
-
10 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
მარნეულში საცხოვრებელი ფართით კიდევ 28 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.
მარნეულში საცხოვრებელი ფართით კიდევ 28 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა
მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მფლობელი კიდევ 28 დევნილი ოჯახი გახდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მუნიციპალიტეტის გამგებელთან მერაბ თოფჩიშვილთან და პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებთან თამაზ ნავერიანთან და რუსლან გაჯიევთან ერთად, დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.
მენაშენეების პროექტის ფარგლებში, სამინისტრომ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში 57 ბინა შეისყიდა. კორპუსის სამშენებლო სამუშაოები კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ, შპს „ნოვომ“ განახორციელა. პირველ ეტაპზე დევნილ ოჯახებს 29 ბინა გადაეცათ. დღეს კი ბინის გასაღებები კიდევ 28 დევნილმა ოჯახმა მიიღო. 28 ბინიდან 5-ერთოთახიანია, 12-ოროთახიანი და 11-სამოთახიანი.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარი, გამგებელთან და დეპუტატებთან ერთად იმ დევნილ ოჯახებსაც ესტუმრა, რომლებიც სამინისტროს მიერ გადაცემულ ბინებში უკვე გადავიდნენ და მათ საცხოვრებელ პირობებს პირადად გაეცნო.