სიახლეები
-
10 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
Tesla ჩინეთში ქარხნის აშენებას გეგმავს
Tesla -მ უახლოეს მომავალში შესაძლოა ჩინეთში ახალი ქარხნის მშენებლობა დაიწყოს.
ჩინური მედიის ცნობით, ქარხნის აშენება ქვეყნის სამხრეთში, გუანდუნის პროვინციაში იგეგმება. ადგილი უკვე შერჩეულია და ამჟამად, პროექტს ადგილობრივი მთავრობა სწავლობს.
რა ინვესტიციას ჩადებს ცნობილი კომპანია ჩინეთში ჯერ არ დასახელებულა.
მოსალოდნელია, რომ Tesla-ს ახალ ქარხანაში გამოშვებული პროდუქცია შეღავათიან დაბეგვრის რეჟიმში მოყვება, ამასთან, კომპანია შეძლებს ისარგებლოს იმ მხარდაჭერით, რასაც პროვინცია ელექტრო ავტომობილების მწარმოებლებს სთავაზობს.