მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 09  აპრილი  2017

    საუდის არაბეთი გასართობი ქალაქის მშენებლობას იწყებს

    საუდის არაბეთი 334 კვადრატული კილომეტრის ფართობზე გასართობი ქალაქის მშენებლობას იწყებს. პარკი ერ-რიადის სამხრეთით განთვასდება და მოეწყობა ისეთი გასართობი აქტივობები, როგორებიცაა "საფარი" და SIX FLAGS-ის მსგავსი ატრაქციონები, მათ შორის ე.წ. ამერიკული მთები. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

    მთავარი ინვესტორი ქვეყნის "საინვესტიცი ფონდია". პროექტის დასრულება 2022 წელს იგეგმება. ინვესტიციის სრული მოცულობა ამ ეტაპზე არ სახელდება.

    ამერიკაში არსებულმა Six Flags-მა კი გასული წლის ივნისში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობასთან დაიწყო მოლაპარაკებები ადგილზე თემატური და გასართობი პარკების მოწყობაზე. მოგვიანებით ითქვა, რომ კომპანია აპირებს საუდის არაბეთში 3 პარკის მშენებლობას, თითოეულის ღირებულება კი 300-დან 500$-მდე იქნება.

    Six Flags ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეულ გასართობ პარკს ფლობს.


პარტნიორები