სიახლეები
-
08 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისის ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები ივნისში დასრულდება
თბილისის ინდუსტრიულ ზონის მოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ივნისში დასრულდება. ამის შესახებ „კომერსანტთან" ზონის ადმინისტრატორი კომპანია შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე საუბრობს.
მისი განმარტებით, მას შემდეგ რაც ინფრასტრუქტურის სამუშოები დასრულდება, ზონაში თურქული,აზერბაიჯანული და ირანული კომპანიები დაიწყებენ ოპერირებას და პროდუციას ექსპორტისთვის დაამზადებენ.ტაბიძე ამ დროისთვის კომპანიის დასახელებისგან თავს იკავებს.
თუმცა, 2016 წლის ბოლოს „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ აღნიშნული კომპანიები ფარმაცევტული და ლოჯისტიკური მიმართულებით იმუშავებდნენ. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიებთან ხელშეკრულება 2017 წლის დასაწყისში გაფორმდებოდა. როგორც ტაბიძე განმარტავდა, საუბარია ჯამში 14 ჰექტარი ტერიტორიის ათვისებისთვის მოსამზადებელ სამუშაოებზე.მისივე თქმით, ინფრასტრქტურის მოწყობის სამუშოები 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების იქნება.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს" მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
ავტორი: სოფო ქსოვრელი