მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  აპრილი  2017

    საგარეჯოში სასტუმრო Rooms აშენდება

    შპს "სითი ლოფტი" საგარეჯოში, სოფელ სათაფლეში 30 ნომრიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასტუმრო Rooms-ს ააშენებს. სასტუმრო კომპლექსი მჭიდრო კავშირში იქნება აგროტურიზმის თემატიკასთან. სასტუმროს ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე იქნება მოყვანილი. ასევე, კაკლისა და ნუშის მრავალწლიანი ნარგავები, ხელოვნური ტბორი და საოჯახო ტიპის გასართობ-დასასვენებელი კომპლექსი.

    სასტუმროს მშენებლობისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად კომპანია 7 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. სასტუმროს ფუქნციონირების დაწყებიდან 1 თვეში 30 ადამიანი დასაქმდება.

    შპს „სითი ლიფტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პირდაპირი მიყიდვით 750 000 ლარად გადასცა ქ. საგარეჯოში მდებარე 3 ერთეული სასოფლო დანიშნულების და სოფელ სათაფლეში მდებარე 127 626 კვ.მ. არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.


პარტნიორები