სიახლეები
-
06 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
დუბაიში, ბურჯ-ხალიფას გვერდით მდებარე მშენებარე ცათამბჯენს ცეცხლი გაუჩნდა
დუბაიში 72 სართულიან მშენებარე ცათამბჯენს ხანძარი გაუჩნდა. შენობა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ შენობასთან „ბურჯ ხალიფასთან“ მდებარეობს. ძლიერი გაკვამლიანების და ხანძრის გამო, ქალაქის აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა რამდენიმე საათით გადაიკეტა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და მისი ლოკალიზება მეხანძრეებმა რამდენიმე საათში მოახერხეს. ხანძრის გაჩენას ქვეყნის პოლიციამ „ინციდენტი“ უწოდა, რომელიც მისი პირველი სართულიდან დაიწყო.
ცათამბჯენების კოპლექსმა Address Residences Fountain Views დუბაის უმსხვილესი სავაჭრო ქსელი მთავარ ქუჩებთან უნდა დააკავშიროს და მასში 800-მდე საცხოვრებელი სახლის და სასტუმროს განთავსება იგეგმებოდა.