სიახლეები
-
05 აპრილი 2017
თქვენი რეკლამა
ხაშურში მშენებლობაზე 2 000 000 ლარის ტენდერი გამოცხადდა
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საზოგადოებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, ამჯერადაც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით, ტენდერები გამოცხადებულია ქალაქ ხაშურში, თევდორე მღვდლის და 9 აპრილის ქუჩაზე მინი სტადიონის მოწყობის სამუშაოებზე, ხაშურში, იმერეთის ქუჩაზე, მშენებარე სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებზე, შუშის ქარხნის დასახლებაში Vlll საბავშვო ბაღისთვის ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე, ქვიშხეთში, წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის სამუშაოებზე და ხაშურის საფეხბურთო სტადიონის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე, სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 2 000 000 ლარი.
აღნიშნული ტენდერების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში.