მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  მაისი  2016

    ბათუმში სასტუმრო LeMeridien მომავალ ზაფხულს გაიხსნება

    ბათუმი თაუერის ყოფილ შენობაში LeMeridien-ის ბრენდის სასტუმრო პირველ სტუმრებს მომავალ ზაფხულს მიიღებს. ამ ეტაპზე შენობის გვერდზე ფლიგელის მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის 10 სართულიც დასრულებულია, ჯამში კი შენობა 13 სართულიანი იქნება. შენობის გარე ფასადი არსებული ფორმით იქნება შენარჩუნებული.

    როგორც კომპანიაში Red-Co "ბიზნესკონტაქტს" განუცხადეს, სასტუმროში რამოდენიმე რესტორანი, ღია და დახურული საცუარაო აუზები, სპა და კაზინო განთავსდება. პროექტის მიხედვით, შენოშის 27-ე სართულზე ლაუნჯ ბარის გახსნაა დაგეგმილი. ასევე ადგილზე სავაჭრო ცენტრიც იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ტანსაცმლის ბრენდული მაღაზიები იქნება განთავსებული. კომპანიაში განმარტავენ, რომ LeMeridian-ის ბრენდი 60-იანი წლების გათანამედროვებულ დიზაინს მოიცავს.

    დეველოპერულმა კომპანიამ ბათუმი თაუერის შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა.

    ასევე, კომპანია 2017 წლისთვის გუდაურში "რადისონის" სასტუმროს დასრულებასაც გეგმავს. სასტუმრო 105 ნომერზე იქნება გათვლილი და მასში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

     

     


პარტნიორები