მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  მაისი  2016

    გერმანული კომპანია ჰორიზონტალურად მოძრავ ლიფტს ქმნის

    Cnnmoney მორიგ ტექნოლოგიურ სიახლეზე წერს, რომელიც ამჯერად არქიტექტურაში ინერგება. ესაა ლიფტი ახალი ტექნოლოგიით,რომელსაც არამარტო ვერტიკალური, არამედ უკვე ჰორიზონტალური გადაადგილებაც შეუძლია.

    „წარმოვიდგინოთ სტანდარტული ლიფტი - მას ადამიანები ერთი სართულიდან მეორეზე აჰყავს და ჩამოჰყავს, და ჰორიზონტალურადაც მოძრაობს. ახალი ტექნოლოგია ლიფტების ერთგვარ რევოლუციას აწყობს,“ – წერს გამოცემა.
    სიახლის თანახმად, ლიფტებს ჰორიზონტალურად მოძრაობა, მოხვევა და ქალაქის გარეთ გასვლაც კი შეეძლებათ.

    ახალი ლიფტების კონცეფცია გერმანიაში არსებულმა კომპანიამ, Thyssenkrupp-მა შეიმუშავა. ასეთი ლიფტი მაგნიტური ლევიტაციის ტექნოლოგიის დახმარებით გადაადგილდება. შესაბამისად, მას ე.წ. „ტროსი“ არ იჭერს და მხოლოდ ვერტიკალურად აღარ მოძრაობს.

    Thyssenkrupp-ის ჩრდ. ამერიკის ფილიალის აღმასრულებელი დირექტორის, პატრიკ ბასის განცხადებით, ახალ ლიფტებს აქვთ პოცენციალი, შექმნან ახალი სატრანსპორტო ქსელები და მომავალში ქალაქებიც კი დააკავშირონ.

    „ეს თანდათანობითი პროცესია. ახალი ტექნოლოგია საკმაოდ ძვირადღირებულიც იქნება. Thyssenkrupp ლიფტების კომპანია აღარ არის. „Thyssenkrupp-ი სატრანსპორტო კომპანიაა,“ – აღნიშნა მან.

    „თითქოს უცნაურად ჟღერს, თუმცა ახალი ტექნოლოგიების მქონე ლიფტს პირველი სართულიდან 30-მდე ასვლა ისე შეუძლია, რომ მისი მგზავრი შენობის აღმოსავლეთი ნაწილიდან დასავლეთში გადაჯდომის გარეშე მოხვდეს. ლიფტების ახალი სქემის ასამოქმედებლად შესაძლოა შენობების ფორმებიც შეიცვალოს,“ – წერს Cnnmoney.

    ლიფტის სიჩქარე დაახლოებით 18 კმ/სთ-ია. მგზავრებს მისი ლოდინი დაახლოებით 15-30 წამი მოუწევთ. „ყოველწლიურად ნიუ-იორკში მაღალი შენობების თანამშრომლები ლიფტის ლოდინში ჯამში 16.6 წელიწადს ატარებენ, 5.9 წელიწადს კი უშუალოდ ლიფტში ყოფნისას. სწორედ ეს მონაცემები გვაძლევენ უფრო სწრაფი და მობილური ლიფტების შექმნის საფუძველს,“ – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანდრეას შირენბეკმა.


    ურბანიზაცია შეუჩერებელი პროცესია და ქალაქებში ადამიანთა რაოდენობის ზრდა ინფრასტრუქტურულ მოთხოვნილებებს სრულიად ცვლის. ThyssenKrupp-ში თვლიან, რომ 2025 წლამდე დიდ ქალაქებში არსებული ინფრასტრუქტურის 85%-ის შეცვლა დაიწყება და ამაში ტრილიონობით დოლარის დახარჯვა იქნება საჭირო. „ამ ინოვაციური პროექტის ბაზარზე გატანამდე გერმანიაში, უფრო კონკრეტულად კი როტვაილში ტესტის ჩატარებას ვაპირებთ. როტვაილში სატესტო კოშკის მშენებლობა 2016 წლის ბოლოს დასრულდება და გამოცდაც ამ დროს ჩატარდება,“ დაამატა შირენბეკმა.
    პროექტის ვიზუალური მასალა იხილეთ ბმულზე.

     


პარტნიორები