მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აპრილი  2017

    მექსიკის უმსხვილესი ცემენტის მწარმოებელი კომპანია ტრამპის კედელს არ ააშენებს

    მექსიკის უმსხვილესი ცემენტის მწარმოებელი კომპანიის, Cemex-ის განცხადებით, კომპანია აშშ-სა და მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს. მექსიკა-აშშ-ის საზღვარზე კედლის აშენება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარევნო დაპირება იყო. აშშ-ს პრეზიდენტის მოსაზრებით, ამ გზით აშშ-ში არალეგალი მექსიკელი ემიგრანტებისა და ნარკოტიკების შემოდინება შეწყდება.

    „აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განმარტება უნდა გავაკეთო: კომპანია კედლის მშენებლობაში მონაწილეობას არ მიიღებს," - განაცხადა Cemex-ის პრეზიდენტმა, როგერიო ზამბრანომ.

    როგორც ცნობილია, გამოცხადებულ ტენდერში Cemex-ი არ დარეგისტრირებულა.

    თუმცა საინტერესოა, რომ Cemex-ი თავის კონტრაქტორ კომპანიებს სამშენებლო მასალით კვლავ მოამარაგებს. აღნიშნული კომპანიები კი შესაძლოაб უახლოს მომავალში კედლის აშენებით იყვნენ დაკავებულები. „თუკი კლიენტები სამშენებლო მასალებს შეგვიკვეთენ, ჩვენ პასუხისმგებლები ვიქნებით, რომ მათ შეკვეთა მივაწოდოთ," განაცხადა ზამბრანომ.

     





პარტნიორები