მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  აპრილი  2017

    ბათუმის შემოვლითი გზისთვის აზიის განვითარების ბანკმა 114 მილიონი დოლარი გამოყო

    ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის აზიის განვითარების ბანკმა 114 მილიონი დოლარი გამოყო.

    პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი 14.3 კილომეტრის სიგრძის შემოვლითი გზა, რომელიც გვერდს აუვლის სიდიდით მეორე ქალაქს – ბათუმს.

    "საქართველოს გააჩნია შესაბამისი მონაცემები გახდეს უფრო ძლიერი სატრანსპორტო და ლოგისტიკის ცენტრი კავკასიის რეგიონში, რაც დააჩქარებს ქვეყნის ზრდასა და განვითარებას", – განაცხადა აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა.

    ორზოლიანი შემოვლითი გზა, რომელიც იწყება სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზიდან და სრულდება ბათუმი-ახალციხის არსებულ გზის გასაყართან, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია.

    2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკმა 2.1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო საქართველოში ოპერაციების დასაფინანსებლად.


პარტნიორები