სიახლეები
-
31 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
თურქეთში პირველი მონორელსის მშენებლობა იწყება
თურქეთში პირველი მონორელსის მშენებლობა აპრილში დაიწყება. 28 მარტს ოფიციალურად გამოცხადდა ტენდერში გამარჯვებული, რომელიც სტამბოლში მონორელსური რკინიგზის (Havaray) მშენებლობას უზრუნველყოფს.
ტენდერის პირობების მიხედვით, მონორელსური სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ბიუჯეტი 356.16 მლნ დოლარია და მას კომპანია Unit Alsim Alarko Sanayi ააშენებს. პირობების მიხედვით, მშენებლობის პირველი ეტაპი 2017 წლის აპრილიდან დაიწყება, პროექტის ექსპლუატაციაში გაშვება 2019 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
15 კილომეტრიანი ხაზის მშენებლობა სადგურ შეფაკიოიდან დაიწყება, ხოლო ბოლო წერტილი ფატიხ ტერიმის სახელობის სტადიონი. მთლიან მაგისტრალზე მგზავრობის ხანგრძლივობა კი 27 წუთი.