მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  მაისი  2016

    უცხოეთის მოქალაქეები საქართველოს უძრავ ქონებაში დაბანდებებს ზრდიან

    საქართველოში უძრავი ქონების მიმართ უცხოური კომპანიების ინტერესი იზრდება. „კომერსანტის" გამოკითხული უძრავი ქონების ბროკერები აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა უცხოელებმა დაიწყეს უძრავ ქონებაში დაბანდება.

    უძრავი ქონების მართვის საერთაშორისო კომპანია „კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას" მმართველი პარტნიორი ირაკლი კილაურიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ წინა წლის იგივე პერიოდს თუ შევადარებთ, 2016 წლის პირველი კვარტალი მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა, არის ინტერესი უცხოელი ინვესტორებისგან და შეინიშნება ადგილობრივი ინვესტორების გამოცოცხლება, ასევე ახალი პროექტების წამოწყებაც. ირაკლი კილაურიძე ამბობს, რომ თბილისი რჩება ძირითადი ინტერესის სფეროდ თუმცა უკვე იკვეთება ინტერესი ტურისტული ადგილებისკენ. მისივე თქმით, რამდენიმე ადგილის პრივატიზაცია მოხდა წყალტუბოში, არის ინტერესი ბათუმის მიმართ, პოტენციალი აქვს კახეთს.

    მისივე ინფორმაციით, საქართველოს მიმართ ძირითადად კომპანიები მეზობელი ქვეყნებიდან ინტერესდებიან: თურქეთი, რუსეთი, უკრაინა, არიან ინვესტორები გერმანიიდან, ევროპული ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, თუმცა მაინც მეზობელი ქვეყნის კომპანიები ჭარბობს. რაც შეეხება პროგნოზებს, ირაკლი კილაურიძე ამბობს, რომ 2016 წელი უკეთესი იქნება როგორც ტურიზმის ისე ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის, კომერციული უძრავი ქონების და საცხოვრებელი ბაზრის მოთხოვნის კუთხითაც.

    უძრავი ქონების ბროკერი ლევან ფაილოძე აცხადებს, რომ რამდენიმე თვეა უცხოელები უძრავი ქონების მიმართ გააქტიურდნენ, მოთხოვნა არის ძალიან დიდი, როგორც თბილისზე ისე მთლიანად საქართველოზე. ფაილოძე ამბობს, რომ მთლიანობაში, თუ შევხედავთ 2-3 წლის წინანდელ სიტუაციას, გაყიდვები 30%–ით არის შემცირებული. მისივე თქმით, ლარის გაუფასურებამ დიდი გავლენა მოახდინა ყველა სექტორზე და არც უძრავი ქონების ბაზარია გამონაკლისი. ფაილოძის ინფორმაციითვე, ყველაზე დიდი მოთხოვნაა საჩვენებელო ბიზნესის თვალსაზრისით . თბილისი შემდეგ კი არის ბათუმის მიმართ გაზრდილია ინტერესი სასტუმროების მშენებლობის კუთხით. ამასთან, ფაილოძის თქმით, საქართველოში უძრავი ქონების სექტორში არ არის დაბალი ფასები მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა ინვესტორები ჩვენთან მეტ პოტენციალს ხედავენ. უძრავი ქონების ბროკერი მომდევნო პერიოდში გაყიდვების 20-25%–იან ზრდას ელოდება პარალელურად კი უძრავი ქონების ფასების ზრდასაც ვარაუდობს.

     


პარტნიორები