სიახლეები
-
30 მარტი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში ყველაზე პრესტიჟული ბუტიკ სასტუმრო KASS Boutique Hotel–ი იხსნება
თბილისში ყველაზე პრესტიჟული ბუტიკ სასტუმრო KASS Boutique Hotel იხსნება. პროექტი ისრაელური ინვესტიციით ხორციელდება. როგორც KASS boutique hotel Group-ში რადიო „კომერსანტს" განუცხადეს ამ ეტაპზე მიმდინარეობს მშენებლობა და მისი დასრულება 2018 წელსაა დაგეგმილი. სასტუმრო მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზაალ დუმბაძის 24 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო 81 ნომერს მოიცავს, საიდანაც 2 საპრეზიდენტოა. სასტუმროში იქნება სპა ზონა, სატრენაჟორო დარბაზი, რესტორანი და ბარი.

სასტუმრო გათვლილია ოფიციალურ დელეგაციებზე, უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებზე და ბიზნესმენებზე. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 35 მილიონი დოლარია. Kass hotel Group -ი ისრაელური სასტუმროების ბრენდია. კომპანიას არაერთი პროექტი აქვს განხორციელებული ისრაელის მასშტაბით.

თბილისში კი KASS Boutique Hotel-ის გარდა ჯგუფმა განახორციელა „რუსთაველი ბუტიკ ჰოტელის" პროექტი და სასტუმრო Rixos-ის პროექტი. ჯამში სამივე პროექტში 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.




ავტორი: სალომე სოსელია



