სიახლეები
-
29 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
ქობულეთში წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია შენდება
ეს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაა, ის ქობულეთის ფიჭვნარში შენდება. ტაძრის მახლობლად სასაფლაოა, სადაც დიდი ისტორიის მქონე ადამიანები განისვენებენ. ამ ეკლესიის მშენებლობა ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში ტრადიციებს მარად პატივს სცემენ, ერთმანეთს გვერდში ყოველთვის ამოუდგებიან და რომ ეს ჩვეულება წარსულს არასდროს ჩაბარდება.
ტაძრის მშვენებლობაში მონაწილეობას ყველა ახლო-მახლო მცხოვრები ადამიანი იღებს - ისინი ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ: ზოგი თანხას სწირავს, ზოგი ფიზიკურად შრომობს, ზოგი მოწყალებას აგროვებს და ამ დიდ ღვთისნიერ საქმიანობას ასე გუნდურად ეწევიან.
პირველად ეს ეკლესია რამდენიმე წლის წინ ვნახე, როდესაც გვერდით ჩავუარე, შემდეგ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა საქმის კურსში ჩამაყენეს და ამიხსნეს, რომ ტაძარს ქობულეთელი მრევლი აშენებდა. მაშინვე ვიკითხე, რამდენი სჭირდებოდათ მშენებლობის დასასრულებლად რადგან ვიფიქრე, რომ არანაირი რესურსი აღარ დარჩათ, მათმა პასუხმა გამაოცა: მათ მითხრეს, რომ ამ ეკლესიას ქობულეთის ყველა მაცხოვრებელი აშენებს და მათ სჭირდებოდათ მხოლოდ გარკვეული თანხა სამშენებლო მასალებისთვის, რათა სამუშაო პროცესი არ შეჩერებულიყო და მთხოვეს მე, როგორც ქობულეთის რიგით მაცხოვრებელს, მონაწილეობა მიმეღო მშენებლობაში. მე თანხა გავიღე და ამ ღვთისნიერ ადამიანებს მომავალშიც დავეხმარები.
აი, ასეთი საინტერესო, თბილი და პრინციპული ადამიანები ცხოვრობენ ქობულეთში. ასეთი რწმენა მართლაც დასაფასებელია. მსგავსი ერთსულოვნება მაბედნიერებს და მაძლიერებს. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე ყველაფერი კარგად იქნება და ამ ტაძარში პირველი წირვაც ჩატარდება!
ლეონიდ ჩერნოვეცკი