მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 29  მარტი  2017

    მიტოვებული ტაძრის ახალი სიცოცხლე

    ბრუკლინელმა ვიზუალურმა ხელოვანმა Aaron Asis-მა ინსტალაციისთვის 2000 მეტრზე მეტი სიგრძის კაბელი შემოახვია ფილადელფიის გაუქმებულ ეკლესიას, რომელიც წმინდა ენდრიუს სახელობისაა.


    ინსტალაცია სახელად The Ci-Lines შეიქმნა სპეციალური ლურჯი თოკის შემოხვევითა და გატარებით ტაძრის შიდა სვეტებს შორის.

     

    გავლებული ხაზები ზუსტად იმეორებს ტაძარში სარკმლებიდან სინათლის შემოსვლის მიმართულებას. ეკლესია 1924 წლის გოთიკური სტილითაა აშენებული და მდებარეობს სამხრეთის 42-ე ქუჩისა და Spruce-ის ქუჩის კუთხეში დასავლეთ ფილადელფიაში.


    ინსტალაციის მიზანია ტაძრის არქიტექტურაზე ყურადღების მიპყრობა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის მივიწყებული ღირსშესანიშნაობის შეხსენება, რომელიც უკვე 20 წელია დაიხურა და არც გათბობითა თუ ელექტროენეერგიითაა უზრუნველყოფილი.


    „ჩვენ ყველაზე მეტად რაც გვსურს არის ის, რომ გამოვცადოს მზის ტექნოლოგია პარკისთვის,“ უთხრა Barasch-მა Dezeen-ს. „ჩვენ გზებს ვეძებთ, რომ ეს საჯაროდ გავაკეთოთ, ხალხი მოვა და ტექნოლოგიას ახლოდან ნახავს.“ჯგუფს სურს 200 000$-ის შეგროვება.

     

     

    „მე მინდოდა, მეჩვენებინა წმინდა ენდრიუს ეკლესიის არქიტექტურის დიდებულება,“ განაცხადა Asis-მა. „ბუნებრივი სინათლით განათებული გადაჯვარედინებული თოკები გამოვიყენე, რომ დამეპატიჟებინა სტუმრები და ეს ეკლესია მეჩვენებინა, რათა მათაც დაეფასებინათ ამ ტაძრის სიდიადე.“


    თოკების გაჭიმვის იდეა შთაგონებული იყო შენობის არქიტექტურის ელემენტების მიერ, როგორიცაა ვერტიკალური ხაზები ქვის ნამუშევრებზე და სკამები, რომლებზე დაჯდომისას თვალებს მიაპყრობ მოხატულ ჭერს.

     

     

    Asis-მა უთხრა Dezeen-ს, რომ ჰაერში წერტილების დაკავშირებით „ტაძრის ინტერიერს დიდებულება ემატება და გამოხატავს ფორმას, რომელიც არსებითად ტაძრისაა და ყოველთვის იქ იყო, უბრალოდ ერთი შეხედვით არ იგრძნობა.“


    თოკებისთვის ლურჯი ფერი შეირჩა ტაძრის ინტერიერთან შესაბამისობაში. „ორივე, მასალაც და ფერიც განზრახ შეირჩა, რათა Ci-Lines-მა მიიპყროს სტუმართა ყურადღება და მათი ურთიერთობა ტაძრის ინტერიერთან თოკების საშუალებით უფრო გაძლიერდეს.“

     

     

    დამთვალიერებლებს Ci-Lines-ის ხილვის საშუალება წმინდა ენდრიუს ტაძარში 2015 წლის 28 თებერვლიდან 14 მარტამდე მხოლოდ 3 დღით ჰქონდათ.
    ღონისძიების კულმინაცია იყო დისკუსია, რომელიც გაიმართა ბოლო დღეს. გამომსვლელებმა ისაუბრეს თავიანთი ისტორიების შესახებ, რომელიც ტაძრის მოქმედობის პერიოდს უკავშირდება.

     

     

    ინსტალაცია შექიმნა University City Arts League-სა და Penn Alexander School-ის სტუდენტების თანამშრომლობით, რომელთა მხარდამჭერიც იყო ფილადელფიელი ფოტოფრაფი Lori Waselchuk

     

     

    ამ პროექტის მსგავსად, მრავალმა ხელოვანმა და დიზაინერმა გამოიყენა თოკები და სიმები ინსტალაციების შესაქმნელად. საფრანგეთის ერთ-ერთ მონასტერში Atelier Yokyok-მა ლურჯი თოკები გაჭიმა თაღოვან თაროებს შორის, რათა გვირაბი გაეკეთებინა მონასტრის ბაღში.

     

     

     

     

     


პარტნიორები