მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 28  მარტი  2017

    დევდორაკის ხეობაში 1200 მეტრიანი გვირაბის მშენებლობა ორ კომპანიას სურს

    მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე გვირაბის მშენებლობის უფლებისთვის ორი კომპანია იბრძვის. 59,7–მილიონიან ტენდერში China Railway 23rd Bureau Group და კომპანია "ფერი" მონაწილეობენ, მათ შორის "ფერის" მენეჯმენტმა საავტომობილო გზების დეპარტამენტს გვირაბის და გზების მშენებლობა 47.17 მლნ ლარად შესთავაზა, – წერს "ჯიბისი". წინადადებების მიღება 27 მარტს დასრულდა.

    როგორც "კომერსანტს" ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 59 753 149 ლარია, ზუსტი თანხა გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ განისაზღვრება.

    ამასთან, მათი ინფორმაციით, დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია სამჯერ მოხდა და სიტუაცია არაპროგნოზირებადია, რაც საფრთხეს უქმნის ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას. "ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახიფათო მონაკვეთზე აშენდეს გზის ალტერნატიული 1-კილომეტრიანი გვირაბი, რაც სრულად მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს დარიალის ხეობაში", – აცხადებენ სამინისტროში.

    სამუშაოები გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წელიწადში უნდა განახორციელოს. გზის ეს მონაკვეთი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში და წარმოადგენს დიდი მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ და სატრანზიტო დანიშნულების გზის ნაწილს. გვირაბი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132- კმ135 მონაკვეთზე აშენდება.


პარტნიორები