სიახლეები
-
27 მარტი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში მულტისატრანსპორტო ჰაბი შეიქმნება
თბილისში მულტი სატრანსპორტო ჰაბი შეიქმნება -ამის შესახებ "საქმის კურსს" თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისი თქმით, პროექტი აზიის განვითარების ბანკთან ერთად განხორციელდება.
"რამდენიმე ლოკაციას განვიხილავთ, სადაც შეიძლება მულტი სატრანსპორტო ჰაბი მოეწყოს , რაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის მოწყობას გულისხმობს, სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტისთვის , როგორიცააა მეტრო, ავტოსადგურები როგორც შიდა ასევე საქალაქთაშორისო გადაზიდვებისათვის",- აცხადებს მერის მოადგილე.
ამასთან, როგორც ჩვენთან საუბარში ლექვინაძე აცხადებს, შესაბამისი კონცეფციის შექმნა დიდუბეში ან ახმეტელის მეტროს მიმდებარედ განიხილება.



