მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მარტი  2017

    თბილისის ახალი ავტობაზა უახლესი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება (ფოტო)

    თბილისში, დიდ დიღომში, ყოფილი ტელევიზორების ქარხნის ტერიტორიაზე, 6 ჰექტარ მიწის ფართობზე, მშენებარე ახალ ავტობაზაზე, უკვე დასრულდა ადმინისტრაციული შენობის და გადასასვლელი ხიდის მშენებლობა. დამონტაჟდა სერვის ცენტრისა და დაცვის ჯიხურები. ამჟამად მიმდინარეობს შენობების კეთილმოწყობა.
    თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, უკვე დასრულდა ავტობუსების სამრეცხაო შენობის მშენებლობა, დაწყებულია სარეცხი დანადგარების მონტაჟი და ტესტირება. ავტობაზის ტერიტორია შემოღობილია, მოწყობილია ბეტონის გზები და ავტობუსების სადგომი ბეტონის მოედნები, სადაც 377 ერთეული ავტობუსის პარკირება იქნება შესაძლებელი.
    მათივე ინფორმაციით, ბაზა უახლესი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება, რაც ყველა სტანდარტის დაცვით უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებას.
    კომპლექსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დაგი“ ახორციელებს.


პარტნიორები