სიახლეები
-
24 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისის მერი, დავით ნარმანია და სამგორის რაიონის გამგებელი, გიორგი ბაგრატიონი, წმინდა ბარბარეს უბანში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, წმინდა ბარბარეს უბანში 6 ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება ასფალტის საფარი. აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი 9 194 კვ.მ-ის ფართობზე დაიგება.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნულ უბანში გზა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ არ დაგებულა.
„გიგინეიშვილის ქუჩას და მის პარალელურ ქუჩებზე გზის საფარის დაგების სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას უკვე წლებია აწუხებს, რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. ამ ეტაპზე, ბარბარეს უბანში სულ 6 მისამართზე დაიგება ასფალტის საფარი,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამუშაოებს, სამგორის რაიონის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანიები შპს „იბერი“ და შპს „ჰედეფჯორჯია“ აწარმოებენ.
მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის ბიუჯეტიდან 471 873 ლარია გამოყოფილი.
მათივე თქმით, სამუშაოები იანვარში დაიწყო და აპრილში დასრულდება.