სიახლეები
-
24 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება მიმდინარეობს
თბილისის კრწანისის რაიონში, ქვემო ფონიჭალაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს. აფხაზეთის II ჩიხში, 1100 კვ.მ-ზე, ასფალტის ორფენიანი საფარი მოეწყო. მიმდინარეობს გზის კაპიტალური მშენებლობა აფხაზეთის I ჩიხში, სადაც სამუშაოები 1100 კვ.მ-ზე შესრულდება.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კრწანისის გამგებელი, გიორგი კოპალეიშვილი, თბილისის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ქეთი მამულაშვილთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერიაში განუცხადეს, ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წელს, გზის კეთილმოწყობა კიდევ ოთხ მისამართზე დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო გულბანის I და II ჩიხებში, რაფავასა და ხვიტიას ქუჩებზე.
საგზაო სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „გუმი“ აწარმოებს.