მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 24  მარტი  2017

    ჰესის მშენებლობისთვის ნენსკრა ჰესს 97,5 ჰექტარი მიწა 1 დოლარად გადაეცა

    სს „ნენსკრა ჰესს" სვანეთში მასშტაბური ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის 97,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა. სოფელ ჭუბერში მდებარე 6 მიწის ნაკვეთში, რომელიც ჯამში 975 214 კვ. მეტრია კომპანიას სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადაეცა, პირობით, ადგილზე ჰესი ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს.

    ჰესის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურს „საპარტნიორო ფონდი" კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში მდ. ენგურის შენაკადზე აშენებს, რომლის პოტენციური წლიური გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ. იქნება.

    სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს, ხოლო პროექტი საბოლოოდ 2021 წელს დასრულდება.

    ნენსკრა ჰესის პროექტის ჯამური ღირებულება 1 მლრდ აშშ დოლარამდეა.

    აღსანიშნავია, რომ „ნენსკრა ჰესის" ტერიტორიაზე საოპერაციო სოფლიც განთავსდება, რომელიც ჯამში 110 ადამიანზეა გათვლილი.

    ოპერატორის მუდმივი საცხოვრებელი უბანი მოიცავს 5 შენობას, მათ შორის ერთ, ორ და სამსართულიან საცხოვრებელ სახლებს, ერთ სასტუმრო სახლს, ასევე სასაწყობე/საოფისე შენობებს.

    მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ასევე შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

     


    ავტორ(ებ)ი: gbc.ge


პარტნიორები