მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  მარტი  2017

    მშენებლობის სფეროში მარეგულირებელი ორგანოს შექმნა აუცილებელია

    ურბანისტი ნიკო კახეთელიძე მიიჩნევს, რომ მშენებლობის სფეროში მარეგულირებელი ორგანოს შექმნა აუცილებელია.

    სპეციალისტი აღნიშნავს, რომ თუ ცვლილებები დროულად არ მოხდა ქვეყანა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება.

    “მშენებლობა ძალიან სერიოზული ინდუსტრიაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანო. ამ ფუნქციას ვერ ასრულებს და ვერც შეასრულებს ეკონომიკის სამინისტროში არსებული 6 კაციანი დეპარტამენტი. ამას ემატება არასრულყოფილი კანონმდებლობა, რომელიც კიდევ უფრო მეტ გაუგებრობას ქმნის. სახელმწიფო დამკვეთის ფუნქცია არ შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა სიპებს, რომლების მრვალმილიონიან პროექტებს ანხორციელებენ. ამას სჭირდება პროფესიონალი კადრები რომელსაც ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი უწყებები. დროულად თუ არ მოხდა ინსტიტუციონალური ცვლილება აღმოვჩნდებით მძიმე სიტუაციაში”, – წერს კახეთელიძე სოციალურ ქსელში.


პარტნიორები