მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 23  მარტი  2017

    "ჯი-არ-სი" ქუთაისში არაძვირფასი ლითონების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს

    სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოს ფარგლებში ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარი - შპს "ჯი-არ-სი" მორიგ არაძვირფასი ლითონების მწარმოებელ საწარმოს, ქუთაისში ააშენებს.

    სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, საწარმოს ასაშენებლად კომპანიას ქალაქ ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე 5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცათ.

    შპს "ჯი–არ–სი" "აწარმოე საქართველოს" პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოს მშენებლობა და ფუნქციონირება უზრუნველყო. აღნიშნული საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 თანამშრომელი.


პარტნიორები