სიახლეები
-
23 მარტი 2017თქვენი რეკლამა
თბილისში WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა გაურკვეველი ვადით გადაიდო
დეველოპერულმა კომპანია „რედკომ" თბილისში WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეაჩერა. ამის შესახებ „კომერსანტს" „რედკოს" პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. მისი განცხადებით, პროექტის განახლება მას შემდეგ მოხდება, რაც გუდაურში დაწყებული 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება.
როგორც ცნობილია, მშენებლობის დაწყება 2016 წლის ზაფხულში იგეგმებოდა.დღეს კუნელაური აცხადებს, რომ გუდაურის პროეტის შემდეგ მომდევნო პრიორიტეტული პროექტი WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა იქნება.
2016 წლის სექტემბერში „რედკოს" დამფუძნებელი მირიან ქათამაძე აცხადებდა,რომ თბილისში, WHotels -ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობის,რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა, მათ შორის რუსთაველი და ვერა-ვაკის ტერიტორია.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია მრავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც ასევე საოფისე ფართები იქნება გაერთიანებული. W Hotels-ი Starwood-ის ჯგუფში შემავალი ლაქშერი ბრენდია და სწორედ ამ ჯგუფის მოთხოვნაა, რომ პროექტი მრავალსართულიანი იყოს.
W Hotels-ი Starwood-ი ლაქშერი ბრენდია. მსოფლიოს 24 ქვეყანაში ამ ბრენდის 46-ზე მეტი სასტუმროა გახსნილი. ამ ჯგუფში შემავალი ბრედი „რედკოს" უკვე შემოყვანილი ჰყავს. საუბარია, Le Meridien-ზე, რომელიც ბათუმში, „ბათუმი თაუერში" განთავსდება.
Starwood Hotels & Resorts Worldwide, Inc. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის" მმართველიცაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული კომპანიაა. ის სასტუმროების მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერია და ფლობს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Westin, Sheraton, Four Points by Sheraton, The Luxury Collection, W Hotels, St. Regis, Le Méridien, Aloft, a Vision of W Hotels, Element by Westin.
თავად კომპანია „რედკო" 2012 წელსაა დაფუძნებული.
ავტორი: სოფო ქსოვრელი



