სიახლეები
-
ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე ციტრუსოვანი მცენარეების დარგვა იგეგმება
ბათუმში, თამარ მეფის გზატკეცილზე, გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის მიერ, ორმოების ამოღებისა და ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
ბათუმის მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დეკორატიული ციტრუსოვანი ნარგავების დარგვა იგეგმება.




