სიახლეები
-
ბათუმში Kempinski-ის ბრენდის სასტუმროს გახსნა ისევ გაურკვეველია
ავსტრიული კომპანიის ქართული შვილობილი „ჯი-აი-ემ-ჯი"ს, რომელიც ბათუმში მსხვილ სასტუმრო-გასართობ კომპლექსს აშენებს, პროექტის დასრულებისთვის პარტნიორს ეძებს.
კომპანიის დირექტორი თემურ გამცემლიძე რადიო „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპზე პროექტის 50% დასრულებულია და პარალელურად, ეძებენ სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც პროექტში შევა.
გამცემლიძის თქმით, პროექტის მშენებლობა უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და მისთვის საერთაშორისო ოპერატორის შერჩევა არ იქნება რთული. ირკვევა, რომ ამ ეტაპზე 5-6 საინვესტიციო ჯგუფთან მიმდინარეობს მოლაპარაკევა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

რაც შეეხება სასტუმროს ოპერატორს, თავდაპირველად პროექტში „კემპინსკის" შეყვანა იგეგმება, თუმცა შემდეგ მოლაპარაკება ჩაიშალა, ამ ეტაპზე გაურკვეველია, რომელი ბრენდის სასტუმრო გაიხსნება ადგილზე , გამცემლიძე არ გამორიცხავს, რომ ისევ „კემპინკისთან" განახლდეს მოლაპარაკება.

"ჯი-აი-ემ-ჯი"ს დირექტორის მტკიცებით, სურთ პროექტი დათქმულ ვადაში 2018 წლის ბოლომდე დაასრულონ და ოპერატორის შერჩევაზეც შემდეგ იზრუნებენ.

„ჯი-აი-ემ- ჯი" ბათუმში კომპლექსს 6 წელია აშენებს. სასტუმროს გარდა პროექტში გასართობი ცენტრები, კაზინოები, საგამოფენო, ბოულინგ, ფიტნეს და სპაცენტრები განთავსდება. აღნიშნული პროექტი „ჯი-აი-ემ-ჯის"- თვის პირველი პროექტია. ინვესტიციის მოცულობა კი 150 მილიონი დოლარია.

ავტორი: სალომე სოსელია




