სიახლეები
-
21 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება.
მათივე ცნობით, საავტომობილო გზებზე, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ. დეპარტამენტის განცხადებით, ამ სახის ხელშეკრულებებმა კომპანიებს გაუჩინა სტაბილური ფინანსური შემოსავალი და ხელი შეუწყო მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებასა და ზრდას.
"კონტრაქტორმა კომპანიებმა უკვე შეიძინეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უახლესი 21 ერთეული გერმანული და ავსტრიული ტექნიკა. განახლებული ტექნიკა გზის წმენდისას არ აზიანებს საფარს, სამუშაოები ხორციელდება გაცილებით სწრაფად და ხარისხიანად. აღნიშნულმა გრძელვადიანმა ხელშეკრულებებმა, შესაძლებლობა მოგვცა, ეფექტიანად მომხდარიყო მკაცრი ზამთრისა და სტიქიური მოვლენების პირობებში, საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველყოფა" – აცხადებენ დეპარტამენტში.
მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ხელშეკრულება 3 წლის ვადით, 22 კომპანიასთან გაფორმდა, მათი საერთო ღირებულება 200 მილიონ ლარამდეა.