მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  მარტი  2017

    თბილისი და თეირანი გამწვანების სფეროში ითანამშრომლებენ

    თბილისის მერია, თეირანთან გამწვანების სფეროში თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ამ თვალსაზრისით თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოიწვიეს.

    ​როგორც დავით ნარმანიამ დღეს, ირანის ელჩთან საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდთან შეხვედრისას განაცხადა, შარშან, თეირანში ოფიციალური ვიზიტისას მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ და მიაჩნია, რომ ირანელი სპეციალისტების გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება.
    “მოხარული ვარ, რომ თბილისსა და თეირანს შორის მჭიდრო კავშირები არსებობს და სამომავლოდ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. შარშან ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფებოდი თეირანში და ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ირანის დედაქალაქის გამწვანებამ. ვგეგმავთ, გამწვანების პროექტები ერთობლივად განვახორციელოთ, რისთვისაც თეირანიდან ურბანული გამწვანების სპეციალისტები მოვიწვიეთ. ვფიქრობ, მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

    დავით ნარმანიამ, ირანის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს დღეს, თბილისის მერიის შენობაში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა, ისაუბრეს თეირანსა და თბილისს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე, ასევე, თბილისსა და ირანის სხვა ქალაქებს შორის ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე, მათ შორის, განიხილეს გამწვანების სფეროში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები.
    დავით ნარმანიას თქმით, თეირანსა და თბილისს შორის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მნიშვნელოვანია და ეს ორმხრივად სასარგებლო იქნება.
    ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებით და მზად არის, მხარი დაუჭიროს ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებას.
    სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდი საქართველოში ირანის ელჩად მარტში დაინიშნა.

     

     

     

     


პარტნიორები