მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მარტი  2017

    აბაშის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში სამშენებლო სამუშაოები განახლდა

    აბაშის მუნიციპალიტეტში 2016 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის სამშენებლო სამუშაოები განახლდა - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.


    გამგეობის ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს სოფლებში წყალსაწრეტი არხების, ნაპირსამაგრი, დიდე-ბოგირების, წყლის ჩამკეტი ნაგებობის, ქვაფენილების, სარწყაულების, მოსაცდელების და ჭაბურღილების მოწყობას.


    სამიქაოში, პირველ მაისში, ცილორში, ქოლობანში, გუგუნაყათსა და ძველ აბაშაში გათვალისწინებულია წყალსაწრეტი არხის მოწყობა. გაღმა ზანათში, ნაესაკოვოში, ქოლობანში, სუჯუნაში, ცილორსა და სეფიეთში ნაპირის გამაგრებისა და რკინა-ბეტონით არხის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. ცილორში ასევე მოეწყობა მოსაცდელი.

    ხიდე-ბოგირების მოწყობა გათვალისწინებულია სამიქაოში, მარანში, ცილორსა და გამოღმა კოდორში. გამოღმა კოდორში, საკიზირიოს უბანში ასევე მოეწყობა პირუტყვის სარწყულებლი, ხოლო მოსახლეობისთვის ჭაბურღილთან საჩრდილობელი განთავსდება.

    საძოვრებზე არტეზიური ჭაბურღილებისა და ამობეტონებული ორმოს მოწყობაა დაგეგმილი ცილორში, ხოლო ონტოფოში მდ. ნოღელას ხელოვნურ არხში წყლის ჩამკეტი კედლის მშენებლობა.

    ერთ-ერთი მნიშველოვანი პროექტია სოფელ გაუწყინარის სკვერში ქვაფენილის მოწყობას, რაც მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის.

    სამუშაოებს ელ-ტენდერში გამარჯვებული ინდ. მეწარმე ასრულებს და 70 799 ლარით ფინანსდება.


პარტნიორები