სიახლეები
-
16 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მწვანე თარგების მოწყობა დაიწყეს
თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე დაიწყო მწვანე თარგების რეკონსტრუქცია. პროექტი, რომლის მიხედვითაც ტერიტორია მოეწყობა, ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სპეციალისტებმა მოამზადეს.
როგორც “სითი კვირას” მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში განუცხადეს, პროექტით გათვალისწინებულია დეკორატიული სანათების დამონტაჟება, დაირგვება იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეები, ლეილანდები, არიზონას კვიპაროსები, ჯუჯა ფოტინიები, ვარდები, დაიგება მწვანე საფარი. ამჟამად მიმდინარეობს მიწის სამუშაოები, გამოფიტული მიწის ფენა ჩანაცვლდება ახალი განოყიერებული ფენით.
თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული შპს “მწვანე სახლი”.
პროექტის საერთო ღირებულება 155 ათასი ლარია.