მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2017

    ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

    დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს,- ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

    გამგეობის ცნობით, დაბა ჩხოროწყუში სანიაღვრე არხების, ხოლო, სოფელ ნაკიანში სახიდე გადასასვლელის მოწყობა და გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

    სამუშაოებს შპს "მშენებელი“ და ინდ.მეწარმე ,,კახა ჩიქოვანი“ ასრულებენ.

    სამუშაოები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 93 061 ლარით ფინანსდება. დასაქმებულია 15–მდე ადგილობრივი მცხოვრები.


პარტნიორები