სიახლეები
-
13 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
სოფელ ეწერში მშენებარე 4.6 კმ ასფალტო-ბეტონის, ორფენიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს
სოფელ ეწერში მშენებარე 4.6 კმ ასფალტო-ბეტონის, ორფენიანი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით იგება,- ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიიის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, პროექტი 963 117 ლარს შეადგენს და მას ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,NEY ROAD", ამ გზის საშუალებით ქალაქს, იანეთი, ეწერი, ბაძგნარი და ჯიხაიში დაუკავშირდებიან, ის ასევე წარმოადგენს სამტრედია-ქუთაისის და ხონი-სამტრედიის დამაკავშირებელ მოკლე გზას.
აღნიშნული სამუშაოები სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, ადგილობრივი ხელისუფლების და სოფლის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა