მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2017

    ტიბეტში ყველაზე მაღალმთიანი საავტომობილო გვირაბი ისხნება

    ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტიბეტის ავტონომიური რაიონში 2017 წლის სექტემბერში მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი საავტომობილო გვირაბი გაიხსნება, რომელიც შენდება ზღვის დონიდან 4 700 კილომეტრის სიმაღლეზე - წერს გაზეთი China Daily.

    გვირაბი ითხრება მთაში, სახელად მალა და დააკავშირებს ერთმანეთს ტიბეტის დედაქალაქ ლხასას და რეგიონ ნინგჩის. გვირაბის სიგრძე იქნება 5 700 მეტრი.

    მშენებლობა 2015 წლის აპრილში დაიწყო. ამ დროისთვის სამუშოების 70% დასრულებულია. სამშენებლო შტაბის უფროსის ვან ლიანის თქმით, მშენებლობას ართულებს ასეთ სიმაღლეზე ჟანგბადის მკვეთრი უკმარისობა და 30-გრადუსიანი ყინვები ზამთარში.

    ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მაღალმთიანი გვირაბი მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ცინხაიში, რომლის მშენებლობაც დასრულდა 2016 წლის სექტემბერში. მისი გავლის საშუალო სიმაღლეა ზღვის დონიდან 4 400 კილომეტრი.

    გვირაბი არის 419-კილომეტრიანი მაგისტრალის ნაწილი, რომელიც იქნება მზად 2017 წელს და ტიბეტს ჩინეთის სხვა რეგიონებთან დააკავშირებს.

     

     

    ავტორი: ria.ru


პარტნიორები