მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 13  მარტი  2017

    ახალი გზის მშენებლობა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ჩქაროსნულიგზის მშენებლობას აგრძელებს. დღეს რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩქაროსნული გზის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოებზე კი 600-ზე მეტი ადამიანიადასაქმებულ. ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია გრიგოლეთის მონაკვეთის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.


    ახალი გზის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ გაუმჯობესდებაავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და შემცირდება მგზავრობის დრო. პროექტი ასევე მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების კუთხითაც. მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას მცირე ბიზნესის განვითარების შესაძლებლობაც მიეცემა.


პარტნიორები