სიახლეები
-
13 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ხიდი აშენდა ( ფოტო )
ფიტარეთის მონასტერთან მისასვლელი ხიდი აიგო, მონასტერი ღრმა ხეობაში დგას და მაღალი მთებითაა შემოსაზღვრული. აღნიშნულ ხიდზე THOUSE.GE -მ მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტს, რის მიხედვითაც 3 თვეში პროექტის განხორციელება დასრულდა.
ფოტოზე ასახულია მდინარე ქციაზე აგებული ხიდი, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტს ფიტარეთის მონასტერთან დააკავშირებს. მდინარეზე ხიდი კომპანია CMG-მ ააგო.
ფიტარეთის ტაძარი მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს რაიონში, თეთრიწყაროდან სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებით 12 კმ-ში, მთებში.
THOUSE.GE ის გადაღებული ფოტო კადრები ხიდის აშენებამდე (2016 წელი )
ხის ფიცრებითა და თოკით გადასვლის პროცესიტაძრის ინტერიერში დაცულია რამდენიმე საფლავის ქვა ისტორიული ცნობების შემცველი წარწერებით. ფიტარეთში არიან დაკრძალულნი ყაფლან ორბელიშვილი, მისი ძე პაპუნა — „სომხითის მოურავი, საორბელოს პატრონი“, სულხან-საბა ორბელიანის მეუღლე დარეჯან ბაგრატიონი და სხვ.
ეპიტაფიებიდან განსაკუთრებით ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ქვის წარწერაა საინტერესო: „ქ. წყალობითა და შეწევნითა ღმრთისათა, მე, ორბელის შვილმა ყაფლან მეორეთ შევამკე მონასტერი ესე და ბარსა და მთაში მტრისაგან გაოხრებული მკვიდრი მამული ჩემი აღვაშენე, სოფელი ჲა, და ამას გარეთ შენი მამებისა სოფელი იზ. ესე ყოველი დაუტევე ძეთა ჩემთა და დავემკვიდრე ამას შინა, ქორონიკონსა ტნთ (1671)“. ამის შემდეგ ფიტარეთი ორბელიშვილთა საძვალედ იქცა.
ფიტარეთის ტაძარი ცნობილია ასევე თავის მრავალფეროვანი, უხვი ორნამენტით , რომელიც შესრულების საკმაოდ მაღალი ოსტატობით ხასიათდება და რაც ასევე გამოარჩევს ამ ტაძარს სხვა თავისი ეპოქის ძეგლებისაგან.ფიტარეთის მონასტერი, ტანძია, ბოლნისის რაიონი
ტეგები