მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  მარტი  2017

    ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება

    საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აჭარაში ქობულეთის შემოვლით გზას აშენებს. მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმაზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.
    გზის მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს სატრანზიტო მიმოსვლასდა რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობასაც. პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მისი ღირებულება 200 მილიონ ლარს აჭარბებს. მშენებლობაზე 400-მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. გზის მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულება.


პარტნიორები