სიახლეები
-
11 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
6 მარტს კომპლექსში m² იპოდრომთან 2 მესამე კორპუსის ბოლო გადახურვის ფილა ჩაისხა
6 მარტს კომპლექსში m² იპოდრომთან 2 მესამე კორპუსის ბოლო გადახურვის ფილა ჩაისხა. 2018 წლის სექტემბრიდან 819 ოჯახი კომპლექსში სრულად გარემონტებულ ბინებში შესახლდება.
( Thouse.ge - შეგახსენებთ ) კომპლექსი 3 კორპუსისაგან შედგება და 819 ბინას აერთიანებს. მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა 4-დონიანი ავტოსადგომი, რომელიც ბინების რაოდენობის შესაბამისად არის დაგეგმარებული. ანტონოვსკაიასა და კარტოზიას ქუჩების მხრიდან გათვალისწინებულია კომერციული ფართები სხვადასხვა სახის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებისათვის, რაც კომპლექსის მაცხოვრებლებისათვის დამატებითი კომფორტი იქნება.
.
კომპლექსში განთავსებული იქნება 2-სართულიანი თანამედროვე საბავშვო ბაღის შენობა. ასევე, პირველ და მეორე კორპუსებს შორის, მოეწყობა სპორტული მოედანი და გამწვანებული სათამაშო და დასასვენებელი ზონები.
პროექტის დეტალურად ნახვა