მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 10  მარტი  2017

    წყნეთის გზატკეცილი განცხადება უძრავ ქონებაზე აუქციონის გამოცხადების შესახებ

    სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე მდებარე 1278 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა საკადასტრო კოდი N01.14.06.007.076). უძრავი ქონების საწყისი ფასი - 410 000 ლარი. სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირს იწვევს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად.

    ელექტრონული აუქციონი დასრულდება 2017 წლის 13 მარტს 17 საათზე. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით.

    სახელმწიფო ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასევე - კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

    აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ აღნიშნულ ბმულს: https://www.eauction.ge/Home/EntityView/410697
    სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს და მზად არის განიხილოს თქვენი დაინტერესება და წინადადებები საპრივატიზაციო ობიექტებთან დაკავშირებით.

    თავის მხრივ, სააგენტო შემოგთავაზებთ საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას და გაგაცნობთ საინვესტიციო შესაძლებლობებს სხვადასხვა ბიზნეს-მიმართულებით. ქონების შეძენით დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11. ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს www.nasp.gov.ge.


პარტნიორები