სიახლეები
-
10 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
საჩხერე – რაჭის გზის დაპროექტება ბიუჯეტიდან 3 743 761 ლარით დაფინანსდება
საჩხერე - რაჭის დამაკავშირებელი 50 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზას სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევების და განვითარების საკითხებში" დააპროექტებს.
ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, საპროექტო სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტი 3 მილიონ 743 ათას 761 ლარით აფინანსებს.
ზემო იმერეთის და რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას პრემიერ-მინისტრის ინიცირებული ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტი ითვალისწინებს.