სიახლეები
-
08 მარტი 2017
თქვენი რეკლამა
სოფელ ჭიხუში შიდა სასოფლო გზის სამუშაოები დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭიხუში შიდა სასოფლო გზის სამუშაოები დასრულდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, შიდა სასოფლო გზაზე დაიგო ბეტონის საფარი და რკინა-ბეტონის ცხაური მოეწყო.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 40570 ლარი შეადგინა, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ლევიანა“ ახორციელებდა.
სამუშაოზე ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.
დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.