მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 07  მარტი  2017

    გერმანული MR Graft საქართველოში ქარის ელექტროსადგურს ააშენებს

    ზესტაფონში ქარის ელექტროსადგურს გერმანული MR Graft გეგმავს. მიმდინარე კვირაში ენერგეტიკის განვითარების ფონდი და ენერგეტიკს სამინისტრო MR Graft-თან საპარტნიორო ხელშეკრულებას გააფორმებს და მხარეები ერთობლივ ქართულ კომპანიას დააფუძნებენ.

    ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის განცხადებით, კომპანია 18 თვის განმავლობაში ადგილზე ტექნიკურ - ეკონომიკურ კვლევებს ჩაატარებს და დადგინდება რა სიმძლავრის ათვისება მოხდება ტერიტორიაზე.

    კვლევებისთვის, გერმანული მხარის მიერ საწყისი საინვესტიციო თანხა, $400,000 იქნება, რაც მცირედით შესაძლოა გაიზარდოს. ხოლო, უშუალოდ სადგურის მშენებლობის საინვესტიციო თანხები, ასათვისებელი ენერგიის მიხედვით დაზუსტდება, წინასწარი მონაცემებით, საუბარია დაახლოებით, 227 მლნ აშშ დოლარზე.

    შეგახსენებთ, ადგილზე 150 მეგავატიანი სადგურის მშენებლობა განიხილება.

     

    GBC.GE


პარტნიორები